ოცდამეერთე საუკუნეში წარმოუდგენელია ბიზნესსაქმიანობა სრულყოფილი და მოქნილი საბანკო ტრანზაქციების გარეშე.
ამასთან, საკანონმდებლო რეგულაციების გათვალისწინებით, ფულის გათეთრებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისაგან თავის არიდების მიზნით, გართულებულია არა მხოლოდ საბანკო ტრანზაქციები, არამედ საბანკო ანგარიშების გახსნაც კი.
ჩვენი გუნდი გთავაზობთ სრულ მხარდაჭერას საბანკო ანგარიშის გახსნის პროცესში, მათ შორის, სასურველი ბანკის შერჩევას, საბანკო ანგარიშის გახსნისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და ბანკში წარდგენას; ასევე, საბანკო ანგარიშების მართვას სასურველი მოცულობით.