რატომ საქართველოში

გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ დღეს  არამხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, საქართველოში ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო გარემოა, რასაც უდავოდ განაპირობებს შემდეგი ძირითადი ფაქტორები:

  • კორუფციის არარსებობა
  •  სწრაფი და მოქნილი საჯარო სერვისები - ნაკლები ბიუროკრატია
  • გამჭვირვალე საგადასახადო სისტემა
  •  სტუმართმოყვარე და კეთილგანწყობილი გარემო

ესაა ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც ჩვენი უცხოელი პარტნიორები თავიანთ ბიზნესსაქმიანობას სრულად თუ ნაწილობრივ წარმართავენ საქართველოში. აქ გაცილებით მარტივია ბიზნესის დაწყება, ვიდრე ბევრ უფრო განვითარებულ ქვეყანაში. ამას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისების სისწრაფე და სიმარტივეც განაპირობებს – კერძოდ, ახალი კომპანიისა თუ რეგისტრირებული კომპანიის მონაცემებში ცვლილების ერთ დღეში რეგისტრაციის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ტრანზაქციების პრაქტიკულად რამდენიმე საათში აღსრულების შესაძლებლობა და სხვა. ნაკლები ბიუროკრატიის მნიშვნელოვანი კომპონენტია საქართელოში არსებული იუსტიციის სახლების უნიკალური სისტემა, რომელიც ერთ სივრცეში ხელმისაწვდომს ხდის პიროვნებასთნ, ბიზნესთან და ქონებასთან დაკავშირებულ 400-ზე მეტ საჯარო სერვისს.

აღსანიშნავია საქართველოში მოქმედი საგადასახადო/საბაჟო სისტემა, რომელიც, გამჭვირვალობისა და სიმარტივის თვალსაზრისით, ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა რეგიონში. საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობა შემოსავლების სამსახურის ვებპორტალის მეშვეობით პრაქტიკულად სრულად შესაძლებელია ონლაინსივრცეში.  მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, ოფისიდან გაუსვლელად, ელექტრონულად წარადგინონ ნებისმიერი სახის დეკლარაცია, მოიძიონ და გაეცნონ საჭირო ინფორმაციას და ა.შ.