2.png
3.png
4.png
5.png
7.png
8.png
9.png

ჩვენ შესახებ

Sharks საკონსულტაციო კომპანიაა ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით.

ჩვენ გთავაზობთ სრულ იურიდიულ და ბუღალტრულ მომსახურებასა და მხარდაჭერას ისეთ საკითხებში, როგორიცაა ბიზნესის სტრატეგიული დაგეგმვა, ფულადი ნაკადების, ბიუჯეტისა და ფინანსების მოდელირება და სხვა.

ჩვენი მომსახურება არა მხოლოდ კონკრეტული გარიგების კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად შედგენა, ამა თუ იმ ტრანზაქციის წარმატებით აღსრულება, არამედ სრული პროცესის იმგვარად ორგანიზებასა და წარმართვას გულისხმობს, რომ მის ყველა ეტაპზე მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული დამკვეთის ინტერესები. ჩვენ ვიცით, როგორ მოვარგოთ დამკვეთის არაორდინარული სურვილები კონკრეტულ საკანონმდებლო იურისდიქციას ისე, რომ არ დაირღვეს საჯარო ინტერესი.

ჩვენ ვაწვდით ჩვენს პარტნიორებს ეფექტიან სერვისებს იმისთვის, რომ ისინი გახდნენ უფრო ძლიერები და კონკურენტუნარიანები მუდმივად ცვალებად სამყაროში.

ჩვენი საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:

  • პროფესიონალიზმი
  • ინოვაციურობა
  • კეთილსინდისიერება

ქვეყანა:საქართველო
/წელი:2020
/ტიპი:საკონსულტაციო

ჩვენი გუნდი

ჩვენს გუნდს მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობის ისტორია აქვს და აერთიანებს პროფესიონალ იურისტებსა და ფინანსისტებს, რომელთაც პროფესიული გამოცდილება  საქართველოს წამყვან დეველოპერულ, საფინანსო და საინვესტიციო კომპანიებში მიიღეს.ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ გუნდის თითოეული წევრი მუდმივად ფლობს ინფორმაციას განახლებადი საკანონმდებლო სიახლეების შესახებ და ფეხს უწყობს თანამედროვეობის გამოწვევებს.

დამკვეთის მიზნებისთვის ჩვენ ნებისმიერი სირთულის დაბრკოლების დაძლევა შეგვიძლია.

ჩვენი მთავარი ინტერესი დამკვეთის წარმატებაა. წლების მანძილზე დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება შესაძლებლობას გვაძლევს, ინოვაციური და ეფექტური გადაწყვეტილებებით დავეხმაროთ ჩვენს მომხმარებლებს მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი მიზნების მიღწევაში.