საბუღალტრო მომსახურების სერვისის ფარგლებში გთავაზობთ საბუღალტრო აღრიცხვის დისტანციურ წარმოებასა და საგადასახადო და საპენსიო დეკლარაციებისა და ფორმების – შესაბამის ორგანოში, ხოლო ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი მონაცემების სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში წარდგენას.
ბუღალტრული მომსახურება მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
• საბუღალტრო სტრატეგიის განსაზღვრა
• პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება
• კონსულტაციები მიმდინარე საბუღალტრო საკითხებზე
• ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება ელექტრონულ პროგრამაში
• გადასახადების გაანგარიშება საქართველოში მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად
• ინფორმაციის დამუშავება და შესაბამისი დეკლარაციების წარდგენა საგადასახადო ორგანოში
• დეკლარაციის წარდგენა საპენსიო ორგანოში
• ურთიერთობა სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან
• დებიტორულ და კრედიტორულ დავალიანებებზე ინფორმაციის მომზადება
• საგადასახადო და მაკონტროლებელ ორგანოებთან დამკვეთის ინტერესების დაცვა გეგმური და არაგეგმური საგადასახადო შემოწმებებისას.