შრომითი ურთიერთობები

პროფესიონალი იურისტების გუნდი გთავაზობთ შრომითი ურთიერთობების სამართლებრივ მოწესრიგებას ისე, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულის უფლებები და კანონიერი ინტერესები. ჩვენ უზრუნველვყოფთ საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში არსებული შრომითი ხელშეკრულების შედგენას, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის წარმოშობასთან, შეცვლასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის დოკუმენტების მომზადებას; ასევე თქვენი კომპანიის სპეციფიკისა და საჭიროებების გათვალისწინებით, შრომის შინაგანაწესის მომზადებას.  

ჩვენ გთავაზობთ  დამსაქმებლის მხარდაჭერას შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, რაც გულისხმობს, როგორც კონსულტაციებსა და რეკომენდაციებს, ასევე საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას.