პიროვნებასთან დაკავშირებული სერვისები

საქართველოს მოქალაქეობის მიღებით ან საქართველოში ცხოვრების უფლების მოპოვებით დაინტერესებულ პირებს ჩვენი გუნდი დაეხმარება  პროცესის სწორად ორგანიზებასა და სასურველი შედეგის მიღწევაში. სერვისი მოიცავს როგორც კონსულტაციებსა და რეკომენდაციებს, ასევე საჭირო დოკუმენტაციის მოგროვების პროცესში მხარდაჭერასა და შესაბამის ორგანოში წარდგენას.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ნატურალიზაციით საქართველოს მოქალაქეობის მიღება ხდება შემდეგი წესით:

•    საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება

•    საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება

•    საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება

•    საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება

რაც შეეხება საქართველოს ბინადრობის ნებართვას, კანონმდებლობა ითვალისწინებს ბინადრობის ნებართვის მიღებას შემდეგი საფუძვლებით:

•    სასწავლო ბინადრობის ნებართვა

•    შრომითი ბინადრობის ნებართვა

•    ოჯახის გაერთიანების მიზნით გაცემული ბინადრობის ნებართვა

•    საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა

•    საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა

•    სპეციალური ბინადრობის ნებართვა

•    მუდმივი ცხოვრების ნებართვა