თავისუფალი ინდუსტრიული ზონა

ჩვენი გუნდი გთავაზობთ საწარმოს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრაციის პროცესში სრულ მხარდაჭერას (რეკომენდაციები, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, მოლაპარაკების წარმოება, რეგისტრაცია და სხვ.).

 დღეს საქართველოში ფუნქციონირებს 4 თიზი:

    თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა

    ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა

    ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა

    ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო შეიძლება იყოს ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმის საწარმო, რომელიც  დაფუძნებულია  ადგილობრივი თუ უცხოელი  ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ.

თიზში დასაშვებია ნებისმიერი საქონლის წარმოება, გადამუშავება, მომსახურების გაწევა. შესაბამისად, თიზი განკუთვნილია კომპანიებისათვის, რომელთა საქმიანობა წარმოადგენს ტექნოლოგიურ, სავაჭრო, მომსახურების მიმწოდებელ, მსუბუქი მრეწველობის, ლოგისტიკის, სასაწყობე და სხვა სფეროებს.

თიზში რეგისტრაცია თქვენს ბიზნესს მიანიჭებს შემდეგ უპირატესობებს:

•    მთელი რიგი საგადასახადო შეღავათები

•    გამარტივებული პროცედურები

•    გადახდების განხორციელება ნებისმიერ ვალუტაში

•    ლიცენზიების/ნებართვების არარსებობა