ჩვენი ერთ-ერთი სერვისი საწარმოსათვის ვირტუალური ზონის სტატუსის მინიჭების პროცესში სრულ მხარდაჭერაა, როგორც რეკომენდაციების, აგრეთვე, საჭირო დოკუმენტაციის მომზადების, უფლებამოსილი ორგანოსათვის მიმართვისა და მოლაპარაკების წარმოების კუთხით.
ვირტუალური ზონის პირი არის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას და მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი. საინფორმაციო ტექნოლოგიებში იგულისხმება კომპიუტერული საინფორმაციო სისტემების შესწავლა, მხარდაჭერა, განვითარება, დიზაინი, წარმოება და დანერგვა, რის შედეგადაც მიიღება პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტები. იურიდიული პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნა არის ვირტუალურ ზონაში საქმიანობა, ხოლო აღნიშნული სტატუსის მქონე კომპანიები სარგებლობენ მთელი რიგი საგადასახადო შეღავათებით.