წარმომადგენლობა

ჩვენი გუნდი ასევე გთავაზობთ წარმომადგენლობით სერვისს, რაც მოიცავს თქვენი ან თქვენი კომპანიის წარმომადგენლობას მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის სანოტარო ბიუროში, იუსტიციის სახლში და მასში არსებულ საჯარო უწყებებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და სხვა სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციებში. წარმომადგენლობის ფარგლებში, თქვენი ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით, უზრუნველვყოფთ ყველა საჭირო პროცედურის წარმოებას, მათ შორის, განცხადებების წარდგენას, ინფორმაციის გამოთხოვას, დოკუმენტაციის მომზადებასა და სხვა სამართლებრივ მხარდაჭერას.