საბუღალტრო მომსახურება

საბუღალტრო მომსახურების სერვისის ფარგლებში გთავაზობთ საბუღალტრო აღრიცხვის დისტანციურ წარმოებასა და საგადასახადო და საპენსიო დეკლარაციებისა და ფორმების – შესაბამის ორგანოში, ხოლო ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი მონაცემების სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში წარდგენას.

ბუღალტრული მომსახურება მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

•    საბუღალტრო სტრატეგიის განსაზღვრა

•    პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება

•    კონსულტაციები მიმდინარე საბუღალტრო საკითხებზე

•    ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება ელექტრონულ პროგრამაში

•    გადასახადების გაანგარიშება საქართველოში მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად

•    ინფორმაციის დამუშავება და შესაბამისი დეკლარაციების წარდგენა საგადასახადო ორგანოში

•    დეკლარაციის წარდგენა საპენსიო ორგანოში

•    ურთიერთობა სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან

•    დებიტორულ და კრედიტორულ დავალიანებებზე ინფორმაციის მომზადება

•          საგადასახადო და მაკონტროლებელ ორგანოებთან დამკვეთის ინტერესების დაცვა  გეგმური და არაგეგმური საგადასახადო შემოწმებებისას.