2020 წლის 06 აპრილიდან სააღსრულებო წარმოება გამარტივებულად და ელექტრონულად განხორციელდება. ამავდროულად, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის ფარგლებში, ზოგიერთ მომსახურებაზე განსხვავებული რეგულაციები ამოქმედდება, კერძოდ:
🔸აღსრულების ეროვნული ბიურო მოქალაქის პორტალით www.my.gov.ge ან ელექტრონული ფოსტით info@nbe.gov.ge მიიღებს/დაარეგისტრირებს განცხადებებს და დაიწყებს წარმოებას ნებისმიერი ტიპის მომსახურებაზე, მათ შორის: სააღსრულებო წარმოება, გამარტივებული წარმოება, გადახდისუუნარობის საქმისწარმოება და სხვა;
🔸საქმისწარმოება დაიწყება სააღსრულებო ფურცლის დედნის გარეშე. მისი წარმოდგენა კრედიტორს საგანგებო მდგომარეობის გასვლიდან 10 სამუშაო დღის ფარგლებში ევალება. დოკუმენტაციის სიყალბის შემთხვევაში წარმომდგენ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება;
🔸სააღსრულებო წარმოების ფარგლებში უძრავი ქონების შეფასება და აღწერა-დაყადაღება მოხდება გარეგანი დათვალიერებით და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული მონაცემების გამოყენებით.
