საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, მიმდინარეობს ახალ კანონპროექტზე მუშაობა, რომლის თანახმად, შესაძლოა, სალიზინგო კომპანიების საქმიანობის რეგულირება დაიწყოს. კანონპროექტზე მუშაობაში ჩართულები არიან როგორც ეროვნული ბანკი, აგრეთვე, საქართველოში მოქმედი სალიზინგო კომპანიები, EBRD და სხვადასხვა სამინისტროები.
სების პრეზიდენტის განმარტების თანახმად, კანონპროექტის შემუშავების მიზანია, ხელი შეუწყოს აღნიშნული სექტორის განვითარებას. არსებული ინფორმაციით რეგულირება შეეხება როგორც სალიზინგო კომპანიების ზედამხედველობის საკითხს, ასევე, საგადასახადო და სხვა საკანონმდებლო გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეისათვის დგას აღნიშნული სფერო.