2022 წლის 01 ივნისიდან ძალაში შევიდა კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“. კანონი არეგულირებს მომხმარებელსა და საქონლის მიმწოდებელს შორის ურთიერთობას და ლოიალურია მომხმარებლების მიმართ. უნდა აღინიშნოს, რომ მყიდველს შესაძლებლობა ექნება, ონლაინ შეძენილი ნივთები 2 კვირის ვადაში ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე უკან დააბრუნოს. მოვაჭრე ვალდებულია, სრულად დაუბრუნოს მომხმარებელს გადახდილი თანხა, გარდა მიწოდების ხარჯებისა.
ახალმა რეგულაციამ მომხმარებელი შეცდომაში შემყვანი რეკლამისგანაც უნდა დაიცვას, ამიტომ ბიზნეს სუბიექტებს ევალებათ, მყიდველს ამა თუ იმ პროდუქტსა და მის ფასზე ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ. ბიზნეს სუბიექტი ასევე ვალდებული იქნება, პროდუქტზე მიუთითოს მის შესახებ ინფორმაცია: დასახელება, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი, აქვს თუ არა ნივთს გარანტია, მითითებული ფასი მხოლოდ პროდუქტის არის თუ მასში მოიაზრება მონტაჟი ან გადაზიდვა და ა.შ.
კანონის თანახმადვე, მოვაჭრე ვალდებულია, მომხმარებელს მიაწოდოს საქონელი დაყოვნების გარეშე, მაგრამ ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
თუ კომპანიამ დადგენილ ვადაში არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, მომხმარებელმა მოვაჭრეს უნდა განუსაზღვროს გონივრული დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად. დამატებითი ვადის გასვლის შემდეგ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება აქვს, უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ვაჭრობისას თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი მის მფლობელობაში აღმოაჩინა, მაშინ ამ ნაკლის შესახებ მტკიცების ტვირთი ან დადასტურებას მას ეკისრება. კანონით ამისთვის 6 თვეა განსაზღვრული.
დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ბიზნეს სუბიექტებს ჯერ გააფრთხილებენ, შემდეგი ნაბიჯი კი ჯარიმაა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს კომპანიის წინა ფინანსური წლის ბრუნვის 2%-ს. თუ დაჯარიმებული მოვაჭრის დაფუძნების თარიღიდან გამომდინარე, წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის დაანგარიშება შეუძლებელია, ამ შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა კომპანიის დაფუძნებიდან მის დაჯარიმებამდე გასული პერიოდის მიხედვით გამოანგარიშებული ბრუნვიდან განისაზღვრება. აღსანიშნავია, რომ ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას <span lang="