2019 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 140.4 მლნ ლარით, ანუ 0.3 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.2 პროცენტით) და 2019 წლის პირველი დეკემბრისთვის 46.5 მლრდ ლარი შეადგინა.
საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.0 პროცენტია.