სიახლეები

სიახლეები

საქართველოს მთავრობა უცხო ქვეყნების მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, საქართველოდან დისტანციურად იმუშაონ

საქართველოს მთავრობა უცხო ქვეყნების მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, საქართველოდან დისტანციურად იმუშაონ.

ამ მიზნით შემუშავდა უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის (ე.წ. ვიზიტორი) საქართველოში შემოსვლის წესი საქართველოდან ფარგლებს გარეთ დისტანციურად ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელებისათვის.

პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთა  ჩამონათვალსაც განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის №256 დადგენილება. აღნიშნული წესი არ ვრცელდება იმ ქვეყნების მოქალაქეებზე, რომლებთანაც საქართველოს საზღვრები გახსნილი აქვს და კარანტინის გარეშე შეუძლიათ მოგზაურობა.

ვიზიტორი საქართველოდან ფარგლებს გარეთ დისტანციურად ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ვალდებულია შეავსოს განაცხადი სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში, რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე www.stopcov.ge და მიიღოს შესაბამისი თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაგან.

განაცხადი ელექტრონულ პროგრამაში ივსება ინგლისურ ენაზე. განაცხადის შემვსები პირი ვალდებულია, განაცხადის შევსებისას ელექტრონულ პროგრამაში ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

·         მოქმედი პასპორტის ასლი;

·         ინფორმაცია პირადი მონაცემების შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი);

·         ინფორმაცია უცხოელი დამსაქმებლის შესახებ;

·         უცხოელი დამსაქმებლის საკონტაქტო ინფორმაცია;

·         ინფორმაცია სამსახურებრივი პოზიციისა და შემოსავლის შესახებ;

·         ბოლო 1 წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის დასტური (საბანკო ამონაწერი ან რაიმე სხვა სახის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც უნდა შეადგენდეს არანაკლებ თვეში 2,000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარის ოდენობით;

·         სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ვალიდურია არანაკლებ 6 თვის განმავლობაში;

·         უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი განაცხადის წარმომადგენლის მეშვეობით ატვირთვის შემთხვევაში.

·         წინასწარი დასტური სავალდებულო 12 დღიანი კარანტინის გავლის შესახებ.

ამასთან, ვიზიტორი ვალდებულია, საქართველოში შემოსვლისას საკუთარი ხარჯებით გაიაროს სავალდებულო 12 დღიანი კარანტინი, ხოლო 12 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლის შემდგომ საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR ტესტირება.

განცხადების განხილვა ხორციელდება განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღეში. ვიზიტორს უარი ეთქმევა საქართველოში შემოსავლაზე, თუ:

ა) განაცხადი შევსებულია არასრულად ან არასწორად;

ბ) მოთხოვნის მიზნობრიობა არ შეესაბამება ბიზნეს/შრომით საქმიანობას;

გ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა საფუძვლების არსებობისას.

ამასთან, განაცხადის შემვსები პირისთვის არასასურველი გადაწყვეტილების დადგომის შემთხვევაში, უფლებამოსილი თანხმობის გამცემი უწყება იტოვებს უფლებას, არ განუმარტოს განაცხადის შემვსებ პირს თავისი გადაწყვეტილება.

გაზიარება:
სიახლეები

2022 წლის 01 ივნისიდან ძალაში შევიდა კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“

2022 წლის 01 ივნისიდან ძალაში შევიდა კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“
ვრცლად
სიახლეები

ღამის სამუშაოზე დასაქმებულ პირთათვის პერიოდული სამედიცინო შემოწმების ჩატარების წესები და პირობები დადგინდა

ღამის სამუშაოზე დასაქმებულ პირთათვის პერიოდული სამედიცინო შემოწმების ჩატარების წესები და პირობები დადგინდა
ვრცლად
სიახლეები

შესაძლოა, სალიზინგო კომპანიების საქმიანობის რეგულირება დაიწყოს

შესაძლოა, სალიზინგო კომპანიების საქმიანობის რეგულირება დაიწყოს
ვრცლად
სიახლეები

საქართველოს ეროვნული ბანკი, სესხის გამცემი სუბიექტების საოპერაციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, გეგმავს ცვლილებების განხორციელებას შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში.

საქართველოს ეროვნული ბანკი, სესხის გამცემი სუბიექტების საოპერაციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, გეგმავს ცვლილებების განხორციელებას შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში.
ვრცლად
სიახლეები

2021 წლის 12 მაისიდან „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის.

2021 წლის 12 მაისიდან „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის.
ვრცლად
სიახლეები

2021 წლის 01 აპრილიდან ძალაში შევიდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის ახალი წესი

2021 წლის 01 აპრილიდან ძალაში შევიდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის ახალი წესი
ვრცლად
სიახლეები

2021 წლის 22 თებერვალს საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინა „აღსრულების კოდექსი“-ს კანონპროექტი.

2021 წლის 22 თებერვალს საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინა „აღსრულების კოდექსი“-ს კანონპროექტი.
ვრცლად
სიახლეები

2021 წლის 05 იანვრიდან საგადასახადო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა

2021 წლის 05 იანვრიდან საგადასახადო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა
ვრცლად
სიახლეები

საქართველოს შრომის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა

საქართველოს შრომის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა
ვრცლად
სიახლეები

საქართველოში ვიზიტი ბიზნეს ან/და შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით

საქართველოში ვიზიტი ბიზნეს ან/და შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით
ვრცლად
სიახლეები

უცხოელი ვიზიტორებისათვის ბიზნეს ან/და შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოში შემოსვლის პროცედურა გამარტივდა

"კონკურენციის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის

"კონკურენციის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის
ვრცლად
სიახლეები

01 სექტემბრიდან „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ამოქმედდა

01 სექტემბრიდან „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ამოქმედდა
ვრცლად
სიახლეები

საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული დღგ-ს რეფორმა

საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული დღგ-ს რეფორმა   2021 წლიდან საგადასახადო კოდექსში
ვრცლად
სიახლეები

საქართველო საზღვრების გახსნას იწყებს

საქართველო საზღვრების გახსნას იწყებს
ვრცლად
სიახლეები

სესხების გადავადების პროგრამა

მსოფლიოში გამოცხადებული პანდემიისა და კორონა კრიზისის ფონზე, 2020 წლის მარტში ქვეყანაში ამოქმედდა
ვრცლად
სიახლეები

სუბსიდირებული იპოთეკური სესხის შესახებ

სუბსიდირებული იპოთეკური სესხის შესახებ
ვრცლად
სიახლეები

საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა

საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა
ვრცლად
სიახლეები

აღსრულების ეროვნული ბიურო ფუნქციონირების სრულად ელექტრონულ მეთოდზე გადადის

2020 წლის 06 აპრილიდან სააღსრულებო წარმოება გამარტივებულად და ელექტრონულად განხორციელდება.
ვრცლად
სიახლეები

ერთ წელში მიკროსაფინანსოების რაოდენობა 19-ით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში 48 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქმიანობს. მათი რაოდენობა გასული 1 წლის განმავლობაში 19-ით არის შემცირებული.
ვრცლად
სიახლეები

როგორია კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა საქართველოში?

2019 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
ვრცლად
სიახლეები

ცვლილება საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესში

ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩოს განახლების პროგრამის ფარგლებში ცვლილებები განხორციელდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის N145 ბრძანებით დამტკიცებულ "საბროკერო კომპანიის
ვრცლად