სიახლეები

სიახლეები

2021 წლის 05 იანვრიდან საგადასახადო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა

2021 წლის 05 იანვრიდან საგადასახადო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. ცვლილებები განპირობებულია პანდემიის საფუძველზე მსოფლიოში შექმნილი სიტუაციით და იმ სოციალური პროექტებით, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს შექმნილი ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად.

ცვლილებების თანახმად, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება მიენიჭათ საგადასახადო საჩივრები განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით, რაც ხელს შეუწყობს დისტანციის დაცვას და კონტაქტების მინიმიზაციას.

გარდა ზემოაღნიშნულისა, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა საგადასახადო შეღავათების კუთხით. საგადასახადო შეღავათები შეეხო როგორც საშემოსავლო გადასახადს, ასევე დღგ-ს, ქონებისა და იმპორტის გადასახადებს.

გახანგრძლივდა დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლების ვადა დამატებით 6 თვის ვადით, კერძოდ, 2020 წლის 01 დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში - 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით პერიოდში დამქირავებელი უფლებამოსილია შეიმციროს (ბიუჯეტში არ შეიტანოს) დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან 1 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება. ამასთან, აღნიშნული საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება:

             საბიუჯეტო ორგანიზაციაზე;

             საქართველოს ეროვნულ ბანკზე;

             ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოზე;

             საწარმოზე, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი, აგრეთვე ამ ტიპის საწარმოს მიერ დაფუძნებულ/შვილობილ საწარმოზე, თუ ეს საწარმო მის მიერ დაფუძნებული/შვილობილი საწარმოს აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს.

საგადასახადო შეღავათი დაწესდა იმ პირებისათვის, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ სასტუმროების /დროებითი განთავსების ობიექტების ფუნქციონირების სფეროში. შეღავათი გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრს/შემოსავლების სამსახურის უფროსს უფლება აქვს, 2020 წლის ნოემბერსა და დეკემბერში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვადა გაუგრძელოს არაუგვიანეს 2021 წლის 1 ივლისისა, თუ სასტუმრო/დროებითი განთავსების საშუალება მდებარეობს ერთ-ერთ შემდეგ ლოკაციაზე:

             ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანი;

             ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელი გუდაური;

             ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტი გოდერძი;

             მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტია.

ამასთან, აღნიშნულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს გადასახადის გადაუხდელობისათვის საურავი არ დაერიცხება.

ცვლილება შეეხო დამატებული ღირებულების გადასახადსაც, კერძოდ, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია 2020 წლის 1 დეკემბრიდან 6 კალენდარული თვის (საანგარიშო პერიოდის) განმავლობაში გაწეული იჯარის/ლიზინგის მომსახურება დღგ-ით დაბეგროს ამ მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის ფაქტობრივად გადახდის საანგარიშო პერიოდში.

კიდევ ერთი საგადასახადო შეღავათი გახლავთ ის, რომ ქონების გადასახადისგან, რომლის დეკლარირება 2021 წელსაა გათვალისწინებული, გათავისუფლებულია შემდეგ საქმიანობაში გამოყენებული ქონება:

             სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები;

             დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები;

             რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები;

             სასმელებით მომსახურების საქმიანობები;

             ტურისტული სააგენტოები, ტურ-ოპერატორები და სხვა დაჯავშნის მომსახურება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები.

აღნიშნული საგადასახადო შეღავათი ვრცელდება აგრეთვე იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზედაც, თუ ეს ქონება ამავე ნაწილით განსაზღვრულ რომელიმე საქმიანობაში გამოიყენება.

ამასთან, პირი, რომელიც ახორციელებს რომელიმე ზემოაღნიშნულ საქმიანობას, აგრეთვე უფლებამოსილია შეიმციროს (ბიუჯეტში არ შეიტანოს) უკვე გადავადებული საშემოსავლო გადასახადი (საშემოსავლო გადასახადი, რომლის გადახდისთვის საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადა გაგრძელებულია).

გაზიარება:
სიახლეები

2022 წლის 01 ივნისიდან ძალაში შევიდა კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“

2022 წლის 01 ივნისიდან ძალაში შევიდა კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“
ვრცლად
სიახლეები

ღამის სამუშაოზე დასაქმებულ პირთათვის პერიოდული სამედიცინო შემოწმების ჩატარების წესები და პირობები დადგინდა

ღამის სამუშაოზე დასაქმებულ პირთათვის პერიოდული სამედიცინო შემოწმების ჩატარების წესები და პირობები დადგინდა
ვრცლად
სიახლეები

შესაძლოა, სალიზინგო კომპანიების საქმიანობის რეგულირება დაიწყოს

შესაძლოა, სალიზინგო კომპანიების საქმიანობის რეგულირება დაიწყოს
ვრცლად
სიახლეები

საქართველოს ეროვნული ბანკი, სესხის გამცემი სუბიექტების საოპერაციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, გეგმავს ცვლილებების განხორციელებას შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში.

საქართველოს ეროვნული ბანკი, სესხის გამცემი სუბიექტების საოპერაციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, გეგმავს ცვლილებების განხორციელებას შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში.
ვრცლად
სიახლეები

2021 წლის 12 მაისიდან „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის.

2021 წლის 12 მაისიდან „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის.
ვრცლად
სიახლეები

2021 წლის 01 აპრილიდან ძალაში შევიდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის ახალი წესი

2021 წლის 01 აპრილიდან ძალაში შევიდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის ახალი წესი
ვრცლად
სიახლეები

2021 წლის 22 თებერვალს საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინა „აღსრულების კოდექსი“-ს კანონპროექტი.

2021 წლის 22 თებერვალს საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინა „აღსრულების კოდექსი“-ს კანონპროექტი.
ვრცლად
სიახლეები

საქართველოს შრომის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა

საქართველოს შრომის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა
ვრცლად
სიახლეები

საქართველოში ვიზიტი ბიზნეს ან/და შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით

საქართველოში ვიზიტი ბიზნეს ან/და შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით
ვრცლად
სიახლეები

უცხოელი ვიზიტორებისათვის ბიზნეს ან/და შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოში შემოსვლის პროცედურა გამარტივდა

"კონკურენციის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის

"კონკურენციის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის
ვრცლად
სიახლეები

01 სექტემბრიდან „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ამოქმედდა

01 სექტემბრიდან „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ამოქმედდა
ვრცლად
სიახლეები

საქართველოს მთავრობა უცხო ქვეყნების მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, საქართველოდან დისტანციურად იმუშაონ

საქართველოს მთავრობა უცხო ქვეყნების მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, საქართველოდან დისტანციურად
ვრცლად
სიახლეები

საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული დღგ-ს რეფორმა

საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული დღგ-ს რეფორმა   2021 წლიდან საგადასახადო კოდექსში
ვრცლად
სიახლეები

საქართველო საზღვრების გახსნას იწყებს

საქართველო საზღვრების გახსნას იწყებს
ვრცლად
სიახლეები

სესხების გადავადების პროგრამა

მსოფლიოში გამოცხადებული პანდემიისა და კორონა კრიზისის ფონზე, 2020 წლის მარტში ქვეყანაში ამოქმედდა
ვრცლად
სიახლეები

სუბსიდირებული იპოთეკური სესხის შესახებ

სუბსიდირებული იპოთეკური სესხის შესახებ
ვრცლად
სიახლეები

საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა

საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა
ვრცლად
სიახლეები

აღსრულების ეროვნული ბიურო ფუნქციონირების სრულად ელექტრონულ მეთოდზე გადადის

2020 წლის 06 აპრილიდან სააღსრულებო წარმოება გამარტივებულად და ელექტრონულად განხორციელდება.
ვრცლად
სიახლეები

ერთ წელში მიკროსაფინანსოების რაოდენობა 19-ით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში 48 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქმიანობს. მათი რაოდენობა გასული 1 წლის განმავლობაში 19-ით არის შემცირებული.
ვრცლად
სიახლეები

როგორია კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა საქართველოში?

2019 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
ვრცლად
სიახლეები

ცვლილება საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესში

ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩოს განახლების პროგრამის ფარგლებში ცვლილებები განხორციელდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის N145 ბრძანებით დამტკიცებულ "საბროკერო კომპანიის
ვრცლად